Monday, April 25, 2011

ლუციდური სიზმრები

ლუციდური ძილი ან გაცნობიერებული ძილი, არის სიზმარი სადაც მძინარე ადამიანი აცნობიერებს რომ ძინავს. იგი ხდება სიზმრის რეჟისორი.მას შეუძლია იფრინოს, შეიტანოს სიზმარში ის რაც სურს და ა.შ
ჩვეულებრივ ლუციდური სიზმრები იწყება სიზმრის შუაში როცა მძინარე ადამიანი აღმოაჩენს რომ მოვლენები რომელიც მის ირგვლივ ხდება არ არის რეალობა და მას ძინავს.
ხშირად ეს აღმოჩენა ხდება რეალობისთვის უჩვეულოს დანახვით. მაგალითად მფრინავ ან გარდაცვლილ ადამიანთან შეხვედრით. ზოგჯერ ზოგი უბრალოდ ხვდება რომ მას ძინავს უცნაური მოვლენის ნახვის გარეშე.
რა საჭიროა? პირველ რიგში გართობისთვის : ) გააკეთე რაც გინდა ის საფრთხის გარეშე. ასევე ძალიან კარგი თერაპიაა თუ გაქვთ ფსიქოლოგიური პრობლემები. შეგიძლიათ დაძლიოთ რაიმეს შიში. გაქვს მაგალითად ობობების შიში? ამის დაძლევაც მარტივია .. შიში ადამიანს ძილშიც ყვება. როდესაც გაქვთ ლუციდური სიზმარი ხვდებით რომ არაფერი საშიში არაა და შეგიძლიათ შეეხოთ ობობებს. ასევე შეგიძლიათ გააუმჯობესოთ რაიმეს უნარიანობა (ფეხბურთის, ჩოგბურთის და ა.შ) მოუხმეთ ფანტაზიებს და გააკეთეთ ის რაც გსურთ.
ლუის ქეროლმა თავისი ცნობილი ნოველა “ალისას თავგადასავლები ზღაპრულ სამყაროში” ლუციდური სიზმრის შემდეგ დაწერა.
ეს კი არის კარლოს კასტანედას “ტუტორიალი” მისივე წიგნიდან “მოგზაურობა იქსტლანში”.
1) წამოჯექით საწოლზე და იფიქრეთ ლუციდურ სიზმარზე.
2) დახედეთ თქვენს ხელებს და უთხარით თქვენ თავს “ამაღამ როდესაც მეძინება, დავხედავ ჩემს ხელებს და აღმოვაჩენ რომ სიზმარში ვარ” – გააგრძელეთ ხელების ყურება ცოტა ხანი.
3) რამდენიმე წუთის შემდეგ როდესაც დაღლას იგრძნობთ, ნელა დაწექით ლოგინზე და მოემზადეთ ძილისთვის
4) გონებაში შეახსენეთ თქვენ თავს რომ სიზმარში დახედოთ ხელებს.
5) გააკეთეთ ეს რამოდენიმე ღამე
პირველივე ღამეს არამგონია “გაიღვიძოთ” სიზმარში. ტვინს შეჩვევა ჭირდება. სასურველია ოთახში იყოს კარგი ატმოსფერო. ეს მარტივი ტექნიკაა უყუროთ თქვენს ხელებს. არის ძალიან ბევრი სხვა ხერხები, წიგნები და საიტები ლუციდური სიზმრების შესახებ რომლებსაც მალე შემოგთავაზებთ.

Wednesday, April 6, 2011

დამხმარე საშუალებები ლუციდური სიზმრის სანახავად


ლუციდური, ანუ გათვიცნობიერებული ძილის სანახავად არსებობს დამხმარე საშუალება მუსიკის სახით, არსებობს სპეციალური მუსიკა რომელიც მოქმედებს ადამიანის ნერვულ სისტემაზე იმგვარად, რომ ძილის დროს შესაძლებელს ხდის რომ ადამიანმა გაათვიცნობიეროს რომ მას რეალურად სძინავს

How To Lucid Dream

Lucid Dreams on Discovery Channel